aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი მორაგბეთა საგულშემატკივროდ, რესპუბლიკის მოედანზე მივიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მივიდა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა რაგბის გულშემატკივრობა და მობილიზაცია.

„გამარჯვების მოლოდინი და იმედი ძალიან ძლიერია, მაგრამ წინასწარ არანაირი მილოცვა. საჭიროა გულშემატკივრობა და მობილიზაცია, როგორც აქ, ისე არჩევნებში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში, „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს ფლორენციაში „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო.

გულშემატკივრებს შეუძლიათ, მატჩს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურონ.

იტვირთბა....