aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

„საკუთარი თვალით ვნახეთ ყელგამოჭრილი ელენე“: თვითმხილველები „მეტრონომთან“ ყვებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

თურქული მედიის ცნობით, ფაცა ურდუს უბანში, ათათურქის ქუჩაზე, 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი სასტიკი წამებით მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ე.გ. ამავე ქუჩაზე მცხორებმა თურქმა ქუჩიდან მოიტაცა და რამდენიმე საათის განმავლობაში სკამზე მიბმულს აწამებდა.

ქალის დაკარგვის შესახებ ქართველმა ემიგრანტებმა პოლიციას აცნობეს და მისი ძებნა ამის შემდეგ დაიწყეს. ემიგრანტები „მეტრონომთან“ საუბარში ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი და დასახიჩრებული მის სადარბაზოში თურქმა მეზობლებმა იპოვეს.

ქართველების თქმით, ის იმდენად იყო დამახინჯებული, რომ მისი ამოცნობა ძლივს შეძლეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ეს სასტიკი მკვლელობა პირად კონტროლზე აიყვანოს და ახალგაზრდა ქალის  მკვლელობაში ეჭვმიტანილის  სათანადო დასჯა მოხდეს.

„საშინელი უბედურება მოხდა. ე.გ. 10 წელია რაც თურქეთში ემიგრაციაში ცხოვრობს. უწყინარი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. დილის რვა საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობდა. მეგობრებმა მას სახლში მიაკითხეს სადაც ცხოვრობდა, მაგრამ კარი არავინ გაუღო.

მაშინ პოლიცია გამოიძახეს და ნახეს რომ სახლში არ იმყოფებოდა. რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ, ის თურქმა მეზობელმა სახლის სადარბაზოსთან სასტიკად ნაწამები და დამახინჯებული იპოვა. ის მისივე მეზობელმა მამაკაცმა გაიტაცა და სასტიკი წამების შემეგ მოკლა. შემთხვევა

ფაცა ურდუს უბანში, ათათურქის ქუჩაზე, მოხდა. ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა  34 წლის ე. გ.  ქუჩიდან მოიტაცა  და რამდენიმე საათის განმავლობაში სკამზე წებოვანი ლენტით მიბმულს აწამებდა.

გადაუჭრა ვენები, სახე დანით დაუსერა, საბოლოოდ კი, მას ყელი გამოჭრა და სიცოცხლეს გამოასალმა. შოკირებულები ვართ, საკუთარი თვალით ვნახეთ ყელგამოჭრილი ელენე და მისი დასახიჩრებული სხეული. უმძიმესად განვიცდით ამ სასტიკ მკვლელობას და მკვლელის დასჯას დაუყოვნებლივ მოვითხოვთ”, – ამბობს „მეტრონომთან“ საუბრისას მაკა გოგოლაძე.

„მეტრონომი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის მოკვლევა და დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდიან.

იტვირთბა....