aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

საკრებულოს მაღალჩინოსანმა ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის მისამართით ძალადობის შემცველი კომენტარი დაწერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საკრებულოს თანამშრომელმა მამუკა ბალიაშვილმა მისი მისამართით ფიზიკური ძალადობის შემცველი კომენტარი დაწერა. ჯანგირაშვილი ამის დამადასტურებელ სქრინს აქვეყნებს.

“არასოდეს ვრეაგირებ საჯარო სივრცეში ჩემს ლანძღვაზე, რაც არ უნდა უწმაწური, უსამართლო და თუნდაც ფიზიკური ანგარიშწორებისკენ მოწოდების შემცველი იყოს. არც ამაზე მექნებოდა რეაქცია, რომ არა ერთი გარემოება: ეს ტიპი თბილისის საკრებულოს ოფიციალური ჩინოვნიკია. სახელდების კომისიის სამდივნოს უფროსი. მისი დარიცხული ხელფასია 2800 ლარი. ხელზე ასაღები – 2240 ლარი. ამ ხელფასს იღებს ჩემს მიერ სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან. მისი საიდენტიფიკაციო ნომერია 41 – დიდი სიამაყით აქვს გამოფენილი 41 ნომრიანი ფოტოები. ანუ პარალელურად ქართული ოცნების პარტაქტივია. ხოდა, ქართულო ოცნებავ და საკრებულოვ, ან გაემიჯნეთ ამ იდიოტს, მოხსენით თანამდებობიდან და გაუშვით პარტიიდან, ან ჩავთვლი რომ ეს თქვენი ოფიციალური პოზიციაა”- აცხადებს ჟურნალისტი.

როგორც “მეტრონომს” საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მამუკა ბალიაშვილი ნამდვილად საკრებულოს თანამშრომელია, რომელიც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსია.

საკრებულოს ოპოზიციამ მამუკა ბალიაშვილის გადაყენების მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით უკვე მიმართა.

იტვირთბა....