aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი მამალაძე პარლამენტის წინააღმდეგ: მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იმსჯელებს მიიღოს თუ არა არსებით განხილვაში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ​განმწესრიგებელი სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე მიიჩნევენ, რომ არაკონსტიტუციურია გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის მონაწილეებს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება და გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გათქმის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას.

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რა შემთხვევაშია შესაძლებელი ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვა დააწესოს გამომძიებელმა ან პროკურორმა. ეს მუხლი საშუალებას იძლევა გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება აუკრძალონ მეორე მხარეს, რაც მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას იწვევს.

ასევე, მოსარჩელეები სადაოდ მიიჩნევენ სასამართლო სხდომის დახურვის წესსაც. ასევე, ბრალდებულისათვის პაემანის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობას.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. “ციანიდის საქმეზე” მკვლელობის მომზადებისთვის გაასამართლეს. მას სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც. თითქმის 1 წელია სასულიერო პირი პატიმრობაშია, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, დაცვის მხარეს პროკურატურამ საქმის მასალებზე გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა, დაიხურა სასულიერო პირის სასამართლო პროცესები.

 

 

იტვირთბა....