aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ექვსი ახალი თანამშრომელი დაემატა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

 

მაუწყებლის გენერალური დირექტორის,  ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, რომელიც მან სამეურვეო საბჭოს წევრებს  დღეს მიაწოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ექვსი ახალი თანამშრომელი დაემატა.

 

 

„მოამბის“ ახალი თანამშრომლები არიან: იმედა დარსალია, ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი, ირაკლი აბსანძე, ქეთი თუთბერიძე, ქეთი ქაშაკაშვილი.

 

 

ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი და ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივში სამუშაოდ ტელეკომპანია „იმედიდან“ გადმოვიდნენ, ქეთი ქაშაკაშვილი და ქეთი თუთბერიძე – ტელეკომპანია „მაესტროდან“, ხოლო იმედა დარსალია სხვადასხვა მედიასაშუალებაში, ბოლოს კი თავდაცვის უწყების პრესსამსახურში მუშაობდა.

იტვირთბა....