aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საინიციატივო ჯგუფმა სასამართლოს წინ ტრანსფარანტებით და სასტვენებით საპროტესტო აქცია გამართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ბათუმში, ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს შენობის წინ საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ სპეციალურად დაამზადეს ტრანსფარანტები, რომლებსაც შენობის წინ გამოფენენ. მათი თქმით, ისინი აქციაზე სასტვენებით და მეგაფონებით მივიდნენ.

15319535_1042953002498338_1177441078_n15227880_1042953079164997_1294921697_n

როგორც ირკვევა, აქცია ეძღვნება ერთ-ერთ სასამართლო პროცესს, რომელსაც ხელვაჩაურის სასამართლო იხილავს. საქმე ეხება თბილსისი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე, გიორგი მიქაუტაძეზე თავდასხმის ფაქტს.

„ბინძური ცილისმწამებელი თ ხაჭაპურიძე ციხეში“, „მოძალადე თ ხაჭაპურიძე გისოსებს მიღმა“,  „პატრიარქის შეურაცხმყოფელი თ ხაჭაპურიძე ანათემას“, „მოიკვეთოს სიძულვილის გენერატორი თ. ხაჭაპურიძე,“, „უზნეო პროვოკატორი თ ხაჭაპურიძე შორს საზოგადოებისგან“, „განიდევნოს სახელმწიფო ინსტიტუტების მტერი თ. ხაჭაპურიძე“, „მოიკვეთოს ხალხის შეურაცხმყოფელი თ. ხაჭაპურიძე“, „ძირს ჰომოფობი თ.ხაჭაპურიძე“- ასეთი ტრანსფარანტებით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები სასამართლოს წინ. ისინი იმავე ლოზუნგებს ყვიროდნენ საპროტესტო აქციის მსვლელობის პროცესში.

15310264_1042953182498320_1200075090_n

როგორც ირკვევა, საქმე ეხება მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ედება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე, გიორგი მიქაუტაძეზე თავდასხმა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოციალურ ქსელში ბრალდებული „ათას სიბინძურეს“ ავრცელებს როგორც მოსამართლის, ასევე პატრიარქის მიმართაც და ის გამოირჩევა სიძულვილის ენით.

აქციის მონაწილეები მის სათანადოდ დასჯას მოითხოვენ.

სირცხვილის კორიდორის მოწყობის იდეით, აქციის მონაწილეები ხაჭაპურიძის სასამართლოში მისვლას ელოდნენ. ის სასამართლოზე არ გამოცხადდა რის გამოც პროცესი გადაიდო.

15239386_1042953105831661_1063547580_n

 

 

იტვირთბა....