aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

თურქეთის საზღვართან ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტები (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზად კი თურქი მებაჟეების მხრიდან  ფიზიკურ შეურაცხყოფა სახელდება. თურქეთის საბაჟოზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ  თურქეთის საზღვარზე მათ მებაჟეები არ უშვებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

https://youtu.be/ORiGny-bSvI

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ნათია კაპანაძე უწყებას სამართლებირივი პროცედურების გატარებას და ფაქტით დაინტერესებას სთხოვს.

მათი თქმით,  დილით თურქმა მებაჟეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღებ ჯგუფს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და პასპორტები ჩამოართვეს. ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანის განცხადებით, მას და მის ოპერატორს მებაჟეები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ის  ამ წუთებში გონიოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

სარფში სახალხო დამცველის აპატარის წარმომადგენლები მივიდნენ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.  ისინი მომხდარს ფაქტს სწავლობენ.

“თურქი მებაჟეების მხრიდან  ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას  ადგილი  ჰქონდა.  ასევე ცემეს ჩემი ოპერატორი, ანდრო ქაჩიბაი. წამართვეს პასპორტი, მობილიური ტელეფონი და აღარ მიბურნებდნენ.  ცდილობდნენ ვიდეოკამერისა და მიკროფონის წართმევასაც”, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის” ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი.

შეგახსენებთ, ცოტახნის წინ, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაპირისპირება მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. პოლიცია საბაჟოზე მოქალაქეებს შეკავებას ცოცხალი ჯაჭვით ცდილობს.

პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზად კი  თურქი მებაჟეების მხრიდან  ფიზიკურ შეურაცხყოფა სახელდება. საბაჟოზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ  თურქეთის საზღვარზე მათ მებაჟეები არ უშვებენ და ფიზიკურად უსწორდებიან.

ფინანსტა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სარფის საბაჟოს გადალახვის პრობლემა  იმ მოქალაქეებს შეეხოთ, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს, ნეიტრალურ ზონაში სიგარეტი შეიძინეს და თურქეთში გადატანას შეეცადნენ.

მისივე განმარტებით, თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც, თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ექვსის ნაცვლად ერთი გასასვლელი და შემოსასვლელი მუშაობს, რაც რიგებს იწვევს.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

იტვირთბა....