aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“ტყუილში გამოვიჭირეთ და ეს ვაჩვენეთ საზოგადოებას”: კალაძე “რუსთავი 2”-ს ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მთაწმინდის პარკში, “ეშმაკის ბორბალზე” საათის დამონტაჟებას, რომელზეც კალაძე ამბობს, რომ  აღნიშნული საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს.

“ეს არის საინტერესო პროექტი. მუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-მა ბატონ ლევან ჯღარკავას მიერ მოწერილი წერილი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ხელშეკრულება გაფორმებული, ტყუილში გამოვიჭირეთ და ეს ვაჩვენეთ საზოგადოებას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. პროექტის აღწერაში ის მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რაშიც რა თქმა უნდა ვეთანხმები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

იტვირთბა....