aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

ლადო სადღობელაშვილი დაკავებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-მ „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა, – ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.

„2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან „ქართული მარშის” წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ.

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”. – ასეთი განცხადება გააკეთა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში, რომელსაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

იტვირთბა....