aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სტავროპოლის ოლქში ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საკონსულო მათთან კონტაქტზე გასვლას ცდილობს.

რუსული მედია იტყობინება, რომ ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. მეორე კი – რუსეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

იტვირთბა....