aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

საგანგაშო გზავნილი რუსეთიდან სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებით: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენად ვრცელი იქნება და ვინ მოხვდება “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში”, ასევე, რა რეალური შედეგის მომტანი იქნება პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. როგორი იქნება რუსეთის რეაქცია და ხომ არ მოხდება მსგავსი სიის შექმნა კრემლის მხრიდან. რატომ გაუჩნდა რუსეთს მოლოდინი, რომ საქართველო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა? ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით „მეტრონომს“ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პასუხობს. ლაგაზიძის აზრით, დიდი ალბათობით,სია მხოლოდ შიდა პოლიტიკის მოხმარების საგნად დარჩება და ის საერთაშორისო სანქციად ვერ იქცევა.

„მეტრონომი“: როგორ შეფასებთ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ. თავად პარლამენტში ამ რეზოლუციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რამდენად ქმედითი იქნება და ამას რუსეთის მხრიდან საპირისპირო ქმედება ხომ არ მოჰყვება?

ხათუნა ლაგაზიძე:საქართველოს პარლამენტს ამ ტიპის რეზოლუცია უნდა მიეღო, მაგრამ შედეგობრივად ბევრი არც არაფერი იცვლება. რეზოლუციის მთავარი ნაწილი და სიახლე ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაა. თუმცა, ეს სრულიად ფორმალური იქნება და მას ვერანაირი რეალური შედეგები ვერ მოჰყვება. აქ საუბარია იმაზე, რომ სიაში ის ადამიანები შევლენ, რომლებიც გამოძიების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების გატაცებით და წამებით არიან დაკავებულები.

ეს სია გამოძიებასთან არის მიბული, რაც პრონციპში სწორიც არის, მაგრამ მეორეს მხრივ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ სიის უპირველესი კანდიდატები არიან, იგივე ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, თავისთავად ამ მის ფორმალურობას დავინახავთ. ამიტომაც მეჩვენება, რომ კონკრეტული შედეგები არ და ვერ ექნება.
რუსეთმა კიდუმის ერთ-ერთი დეპუტატის პირით გაახმოვანა საკუთარი პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობები ამ სიაზე იქნება დამოკიდებული. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლება რუსეთმა გააფრთხილა, რომ ხელი არ წაუცდეს და ამ სიას რეალური სანქციების სახე არ მისცეს.

-გამოითქვა მოსაზრებები, რომ შესაძლოა რუსეთმა მსგავსი სია თავადაც შექმნას, სადაც 2008 წლის ომის მონაწილე ქართველი სამხედროები შევლენ, ხოლო განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ, უკრაინაში მებრძოლი ქართველები აღმოჩდნენ. რომელ სიას მოჰყვება უფრო ქმედითი ნაბიჯები?

-რუსეთი თუ ასეთ სიას შექმნის, ესეც უმოქმედო იქნება, რადგანაც ასეთი სია ჯერ სხვა ქვეყნებმა უნდა აღიარონ. სანქციები თუ რუსეთის მხრიდან ცალმხრივი იქნება, მაშინ მასაც მხოლოდ ფორმალლური სახე ექნება. ეს ადამიანები რუსეთში ისედაც არ მიდიან. თუ სანქციებს სხვა ქვეყნები არ შეურთდნენ, აზრი არ ექნება. თუმცა შესაძლოა რაღაც მსგავსი პიარ-აქცია საკუთარი მოქალაქეებისთვის მაინც გააკეთონ.

-ჟენევის მოლაპარაკებებზე და კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მინდა გკითხოთ. ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის მხრიდან გაკეთდა გარკვეული კომენტარები, რომ თითქოს ქართული მხარე მზად იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. თუმცა, გუშინ დონდუამ განაცხადა, რომ თუ რუსეთის კონფლიქტის მონაწილე მხარედ არ იქნება წარმოდგენილი, მსგავს შეთანხმებაზე ქართული მხარე არ წავა. რატომ გაჩნდა მსგავსი მოლოდინი?

-რთული სათქმელია რა გახდა რუსეთის მხრიდან მსგავსი იმედის საფუძველი. კარასინის ინტერვიუზე დაყრდნობით, რუსულ მედიაში იყოს საუბარი, რომ დეკლარაციაზე ხელმოწერის მზაობა ქართულმა მხარემ თითქოსდა 2017 წლის დეკემბერში გამოხატა. ამიტომ, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს ხელმოწერა მარტში მოხდებოდა. კარასინი, ვფიქრობ,სწორედ ამაზე საუბრობდა. თუმცა დღეს, გადავხედე მის განცხადებებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს სრულიად სხვა მიდგომა ჰქონდა.

ძალიან საინტერესო და იმავდროულად, მძიმე იყო ჟენევის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო-აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთისსაზღვარზე ვითარება ნორმებში სრულიად ჯდება და რომ ქართველების დაკავება-გატაცებებისსტატისტიკა არც თუ ისე საგანგაშოა. ეს ძალიან ყურადსაღები მესიჯია და ფაქტობრივად, ნიშნავს მომავალშიც მსგავსი ფაქტების ლეგიტიმაციას.

ამ პერიოდში სულ ვამბობდი, რომ ჟენევაში ნებისმიერი დეკლარაციის მიღება-არმიღებაში ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ამერიკის პოზიციას ექნებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ამერიკის პოზიცია უკოპრომისო იყო და სწორედ ამიტომ დეკლარაციაზე საუბარი აღარ გაგრძელდა. ძალიან კარგი, რომ ასეთმა ხმაურმა და რეაქციამ, საქართველოს ხელისუფლებას არ მისცა საშუალება, რომ საზოგადოების ზურგს უკან, რაიმე გადაწყვეტილება მიეღო.
-თქვენ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერა სურდა?ამან ხომ არ განაპირობა კარასინის განცხადებები?

-დაბეჯითებით რამის თქმა ძალიან რთულია. ვეყრდნობი კარასინის განცხადებებს, ხოლო მეორეს მხრივ დონდუამ თქვა, რომ საქართველო ცდილობდა რუსეთი სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების ფარგლებში მოექცია. რთული სათქმელია, ერთის მხრივ, გვაქვს კარასინის განცხადებები და მეორეს მხრივ, ქართველი დიპლომატების კომენტარები, რომლებიც ყველაფერს, როგორც წესი, რადიკალურად უარყოფენ ხოლმე. მთლად რუსულ მხარეზე დაყრდნობით საქართველოს დადანაშაულება არასწორი იქნება.

-როგორც ვიცით პუტინის ბოლო საპრეზიდენტო ვადაა. მან დასავლეთთან ურთიერთობა განსაკუთრებუი რიტორიკით დაიწყო და ვნახეთ, რომ ფაქტობრივად დასავლეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ომი დაიწყო. როგორ ფიქრობთ რა იქნება პუტინის დღის წესრიგი და მისი პოლიტიკა მეზობლებთან როგორი სახით შეიძლება წარიმართოს?

-პუტინის ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მისი პოლიტიკა საკმაოდ ხისტი იქნება. მას ძალიან კონკრეტული ამოცანა აქვს, რაც საგარეო პოლიტიკაში რუსეთის პოზიციების შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაძლიერებას ნიშნავს, რაც სამეზობლოში ინტერსების გაფართოებაში გამოიკვეთება. რუსეთი უფრო აქტიური იქნება, ის საქართველოს საზღვრებთან შეიარაღებას ზრდის: იწყებს ახალი სამხედრო ქალაქების მშენებლობას იგივე ვლადიკავკასში და დაღესტანში. ხოლო თავად რუსეთში პუტინი ეცდება, საკუთარი გარემოცვა გააძლიეროს, რომ 2024 წელს ხელისუფლებაში საკუთარი გუნდი დატოვოს.

დასავლეთის ინტერესები რადიკალურად განსხვავებულია. ისინი ეცდებიან, რომ პუტინის გარემოცვა დაასუსტონ იმგვარად, რომ 2024 წელს რუსეთის სათავეში ალტერნატიული, დასავლეთთან დიალოგის მოსურნე პოლიტიკური ძალები მოვიდნენ.
ჩვენი ამოცანა კი გახლავთ, უდანაკარგოდ გამოვიდეთ ტიტანთა მოსალოდნელი შერკინებიდან.

იტვირთბა....