aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

საბაჟოებზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში, წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს:
“19 – 23 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და “თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული (33 აბი) და ფსიქოტროპული (56 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (2.43 გრამი) აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ. 20 მაისს, სგპ სარფში აღმოჩენილი, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტების საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი 5,748.7 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.”-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....