aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე ძალაში დატოვა სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. სასამართლომ მას  სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე

იტვირთბა....