aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობოებზე დაწერილი სტატუსი შეცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობოებზე დაწერილი სტატუსი, რომლებშიც მათ პუტინისგან დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებდა, ჩაასწორა:

“რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კორუფციაში დავადანაშაულო ყველა მაშინდელი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ბევრი თავს იწყნარებდა იმით, რომ ფული, ფორმალურად, ამერიკული კერძო წყაროდან მოდიოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს რუსეთის მიზნებს ემსახურებოდა, ამაზე ახლა მაინც არის ღია დისკუსია და სიმართლის თქმა საჭირო!” – დამატებულია მისი სტატუსის ახალ ვერსიაში.
სტატუსის ძველ ვერსიაში ნათქვამი იყო:
“მთელი მსოფლიო პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ 2005 წელს პუტინმა იქირავა ცნობილი ამერიკელი PR სპეციალისტი პოლ მანაფორტი და მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალა ჩემს წინააღმდეგ მუშაობა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი, თურმე, ქართულ არასამთავრობოებს იყენებდა. ახლა კი გასაგებია, თუ რატომ გვესხმოდა თავს მაშინ ყველა არასამთავრობო და რატომ არ იღებენ ხმას დღევანდელ მარაზმზე. ფული ბაბაია, დიდი ფული (თან, ჰოი საკვირველებავ, რუსული)”.-წერდა სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის ამ განცხადებას ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” და ახლა უკვე “ევროპული საქართველოს” წევრების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა. მათი თქმით, არასამთავრობოებზე თავდასხმა რუსული პოლიტიკის სტილია.

იტვირთბა....