aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილი: “ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ გამივლის, ოლიგარქებს კი მოვუგრეხ კისერს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენცაზე განაცხადა, რომ ის უკრაინის მოქალაქეობას აუცილებლად აღიდგენს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებით, მისი ჩამოშორების მცდელობა მარცხისთვის განწირულია და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოუგრეხს.

„ჩემი მოშორების მცდელობა უბრალოდ განწირულია მარცხისთვის. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად, და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე კისერს მოვტეხ აუცილებლად. მე მაქვს შესაბამისი გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა იმუშაოს ციხეებმა, ამიტომ მე ვპირდები პეტრო პოროშენკოს, იური ლუცენკოს, არსენ ავაკოვსა და რინატ ახმეტოვს, რომ ისინი უკრაინის ციხეებში მოხვდებიან“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი გუშინ კიევში რესტორან “სულგუნში” დაიჭირეს და პოლონეთში გააძევეს.

იტვირთბა....