aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილი: “შეძრული ვარ, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შეძრული ვარ, ”ნაციონალური მოძრაობის”, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას”, –  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ის ამ განცხადებით მესტიაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.

”შეძრული ვარ, ”ნაციონალური მოძრაობის”, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს”, – წერს სააკაშვილი.

მესტიის საკრებულოს წევრი დღეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ლომერ ლიგურიანის მკვლელობას წინ პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

იტვირთბა....