aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “ქართული ოცნების” დაშლის პროცესი ნამდვილად დაწყებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე წევრმა დატოვა. მისი თქმით, ენმ-ი ახლა უკეთეს ფორმაშია და სულ მალე კიდევ გაძლიერდება, “ხრიკები” კი მას სასაცილოდაც არ ჰყოფნის.

“გახარიასთან კავშირში შემჩნეულმა, ვითომ კეთილის მსურველმა დამკვირვებლებმა მთელი კამპანია ჩაატარეს ჩვენი პარტიის “დაშლასთან” დაკავშირებით, თურმე უცებ ძალიან შეწუხდნენ შიდა პროცესებით, ურთიერთობით, ფინანსებით და ასე შემდეგ. მე, უკრაინაში, იმხელა გამოცდილება მივიღე ოლიგარქიული თამაშების და ხრიკების, რომ თქვენი ეშმაკობები სასაცილოდ არ მყოფნის. რამე უფრო სერიოზული უნდა მოიფიქროთ.

ნაციონალური მოძრაობა ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ოდესმე ბოლო წლებში და სულ მალე, კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ არა მხოლოდ წირვას გამოუყვანთ ჯაყოს სისტემას, არამედ სრულად ახალი ტიპის, ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს გავატარებთ საქართველოში. ამ ცვლილებების პროგრამას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ.

ამავე დროს, “ქართული ოცნების” დაშლის პროცესი ნამდვილად დაწყებულია და უახლოეს ხანში, შეუქცევად ხასიათს მიიღებს”- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ენმ-ი რამდენიმე წევრმა დატოვა, თუმცა პარტიაში აღნიშნულს ჭორი უწოდეს და ინფორმაცია უარყვეს.

იტვირთბა....