aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.  მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ის დაკავების შემდეგ ყავდათ გადაყვანილი. სასამართლოში პროცესს  სააკაშვილის ადვოკატები და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი დაესწრებიან.

მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკემბრის ღამეს დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

 

იტვირთბა....