aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რა იქნება უკრაინის გენპროკურორის შემდეგი ნაბიჯი”: სააკაშვილი ჟურნალისტს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს შემდეგი ნაბიჯი მისი გადადგომა იქნება. “ნახეთ რამდენი ხალხი მოვიდა, წარმოუდგენლად ბევრი”,-განაცხადა “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერმა.

“ლუცენკოს შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბევრს დალევს და გადადგება”. – უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

იტვირთბა....