aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ორი უხეში შეცდომა პოროშენკოს ვიზიტისას: სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს აკრიტიკებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მინსკის ხელშეკრულება და ექსტრადირების საკითხი-ამ ორი თემის გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფ პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს. სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა.

როგორც სააკაშვილი წერს მას არც ის მოეწონა, რომ პეტრო პოროშენკოს აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები კი არა განათლების მინისტრი დახვდა. მისი თქმით ეს ერთგვარად უკრაინის პრეზიდენტი როლის დაკნინებაა.

„2008 წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა. მაგრამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან განსხვავებით, მე უარი ვთქვი ამ ტერიტორიების განსაკუთებული სტატუსით უზრუნველყოფაზე, როგორც ამას რუსეთის ინიციატივით სარკოზი ცდილობდა. პოროშენკო კი იძულებული იყო ზეწოლით უკან დაეხია.

თუ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული საქართველოს მთავრობა მოგმართავთ, მზად ხართ, რომ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით განიხილოთ უკრაინის მოქალაქის გადაცემის საკითხი? შეცვალეთ იურიდიული მრჩევლები.

დიახ, და კიდევ. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომ მე არ დავხვედროდი უკრაინის პრეზიდენტს ან პრემიერს აეროპორტში და თავადვე არ გამეცილებინა. ახლა კი ვითომ არაფერი, საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გაგზავნა. მე როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს, არ მომწონს როდესაც ამგვარად ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის „ჩამოქვეითებას“,-წერს სააკაშვილი

შეგახსენებთ, გუშინ მარგველაშვილის და პოროშენკოს შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს ჰქონდეს მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი.

საქართველოს პრეზიდენტმა კი, პეტრო პოროშენკოს დელიკატურად შეახსენა, რომ 2008 წელს საქართველო ომის წინაშე იდგა, რომლის შედეგად ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და სწორედ ამ დროს გაფორმდა სარკოზი-მედვედევის 6 პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სადაც საუბარია ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

პოროშენკომ ასევე თქვა, რომ საქართველოს მხარეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით ოფიციალურად არ მიუმართავს. თუმცა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირებაზე ორჯერ მიმართა და ორივეჯერ უარით უპასუხეს.

 

იტვირთბა....