aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

სააკაშვილი პოროშენკოზე: “არ შემეძლო უმოქმედოდ ყოფნა და იმის ყურება თუ როგორ კლავდნენ უკრაინას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო, ჰოლანდიის მოქალაქეობის მიღება, მაგრამ არ შეეძლო უმოქმედოდ ყოფნა და იმის ყურება თუ როგორ კლავდნენ უკრაინას.

„ამ მომენტისთვის სადღაც ხუთ საქმეზეა საუბარი, რომელიც მე მეხება, როგორც ან ეჭვმიტანილს ან მოწმეს. როდესაც მე უკრაინაში ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რომ ყველაფერ ამას მომიწყობდნენ. მე მშვენივრად ვიყავი. ლეგალური სტატუსი მქონდა აშშ-ში, ასევე ევროპულ ქვეყანაში, ნებისმიერ მომენტში შემეძლო ჰოლანდიის მოქალაქეობა მიმეღო. თუმცა, არ შემეძლო უმოქმედოდ ყოფნა და იმის ყურება თუ როგორ კლავენ ესენი ქვეყანას. ხალხს ზოგჯერ არ სჯერა ამის, ვინაიდან 25 წლის განმავლობაში არ უნახავთ ასეთი პოლიტიკოსი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ისინი მიეჩვივნენ იმას, რომ ხალხი ყველაფერს გადაიტანს და ყველაფერს დაივიწყებს. პოროშენკო მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მას ყველაფერი გაუვა. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ პოროშენკო იტყუება. “, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....