aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა: პოლონეთის მხარისთვის სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკვე გაგზავნილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის ექსტრადირების მოთხოვნა უკვე მიმართული აქვთ და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებენ.

„4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა.

ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელთან სატალეფონო საუბრისას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან “სულგუნში”  დააკავეს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა და უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ ჟამად ვარშავაში იმყოფება.

იტვირთბა....