aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი: „მე კარგად ვიცი, რა ხილია სავჩენკო, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან ეშინია არჩევნების“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება. მისი განცხადებით, წაყენებული ბრალდებები არჩევნებს უკავშირდება, რომლისაც უკრაინის ხელისუფლებას ეშინია.

„მე კარგად ვიცი, რა ხილია სავჩენკო, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან ეშინია არჩევნების. რაღაც მკარნახობს, რომ მათი საქმე ძალიან ცუდადაა, ვინაიდან ლუცენკო ასევე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მე კურჩენკოს ფულით უკრაინის პარლამენტის აღებას ვაპირებდი. ასე ხდება, როდესაც ხელისუფლებაში სრული თაღლითები მოდიან.

არა უშავს, მალე ჩვენ ამ მარაზმს ბოლოს მოვუღებთ – ყოველგვარი ძალადობის, სროლისა და ბომბების გარეშე“, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქ” გვერდზე.

იტვირთბა....