aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელს სააკაშვილის განცხადებით, მთელ ქვეყანას, უკლებლივ ყველა ეკონომიკურ სფეროს, რომელიც არის საქართველოში, თავიდან ბოლომდე ჯიბეში იდებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით,  ივანიშვილმა ორი უმსხვილესი ქართული ბანკის „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ აქციები იყიდა.

“ახლა აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს და მთლიანად საკონტროლო აქციები ჩაიგდოს ხელში, რის შემდეგაც, ივანიშვილი იქნება ერთადეთი მთავარი მევახშე საქართველოში.

ქართული ეკონომიკის ყველა მსხვილი სფეროს დაპატრონების შემდეგ კი, იმ პირობებში, როცა საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი აღარ არსებობს, თუ ქართული საზოგადოების და ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, 10 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება, 20 წლის შემდეგაც და 30 წლის შემდეგაც.

ყველამ იცის, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული ჩვეულებრივი ადამიანებით, მათ შორის ოცნების წევრებით, ყველამ იცის, რომ ეს არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა. არჩევნების მოპარვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დემოკრატია გარდაიცვალა; საქართველოში დემოკრატია აღარ არსებობს. საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი აღარ არსებობს და თუ ჩვენ რამე, თქვენთან ერთად არ ვქენით ამასთან დაკავშირებით, 10 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება, 20 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება, 30 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება – შეიძლება უკვე უტა იყოს, ბერა იყოს. ამ კაცს მიაჩნია, რომ მან საქართველო პრაქტიკულად ჩაიდო ჯიბეში. რას აკეთებს ახლა? იყიდა „საქართველოს ბანკის“ აქციები, იყიდა „თიბისის“ აქციები, ახლა აპირებს უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს, იმიტომ რომ საკონტროლო აქციები სჭირდება, მთლიანად იღებს ხელში მთელ საბანკო სექტორს, ხომ მოგატყუათ, რომ მილიარდებს ჩამოგაწერთო? საბანკო სექტორს იღებს მთლიანად ხელში. ე.ი. იქნება ერთადეთი მთავარი მევახშე საქართველოში. მანამდე მთლინად ჯიბეში ჩაიდო, ვითომ რუხაძის მეშვეობით, სინამდვილეში თვითონ იყო ეს ყველაფერი, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებული აქციები და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს არის კაცი, რომელიც მთლიანად იღებს ხელში მთელს ამ მევახშე ინსტიტუტებს; მთლიანად აიღო ხელში ცემენტის ბიზნესი, ახლა ტყიბულს ართმევს, „საქანახშირს“ ბეჟუაშვილს, რომელიც დაუწვა მანამდე არჩევნებამდე, მაგრამ მაინც ართმევს, ვერ უშველა ამან; ანაკლიის პორტს, ლაზიკას, ავტომატურად წაიღებს იმიტომ, რომ ხაზარაძის ბანკი მიაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ბოლომდე დაუწვა, მაგრამ ამანაც არ უშველა; სიგარეტს აძვირებს ახლა იმიტომ, რომ ომეგა განდევნა ბაზრიდან; ხდება მონოპოლიზაცია სოფლის მეურნეობის პრდუქტების, ხორბლის შემოტანის; გაძვირდა პური; საწვავის ფასი შემცირდა თითქმის 30%-ით მსოფლიო ბაზარზე და საქართველოში რატომღაც არ აისახება იმიტომ, რომ საწვავის ფასსაც აკონტროლებს მთლიანად ივანიშვილი; ახლა გამოაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის დაპრივატება უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზაციასაც აპირებს ივანიშვილი, პლუს საქართველოს ელექტროსისტემები. პრაქტიკულად, მთელ ქვეყანას, უკლებლივ ყველა ეკონომიკურ სფეროს, რომელიც არის საქართველოში, თავიდან ბოლომდე ჯიბეში იდებს ივანიშვილი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

იტვირთბა....