aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილი: “ვლადიმერ პუტინი ძალიან განიცდის და უნდა სასამართლომ მალე მიიღოს გადაწყვეტილება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში სასამართლო პროცესზე, აღნიშნა: “ვლადიმერ პუტინი ძალიან განიცდის და უნდა სასამართლომ მალე მიიღოს გადაწყვეტილება,უკრაინის, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელები სულ ერთ ადამიანზე, მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობენ. ადამიანზე, რომელსაც არც მოქალაქეობა აქვს და არც ფული. 12-ჯერ მახსენებს საკუთარ პრესკონფერენციაზე. მისი პრესმდივანი, პესკოვი, ყოველ მესამე დღეს ჩემზე ლაპარაკობს. პოროშენო ჩემს მიწერილ წერილებს აქვეყნებს.

რისი ეშინიათ მათ? ყველაფერი მარტივია – ამ ქურდებს სიმართლის ეშინიათ, მათ არ უნდა რომ სიმართლე ისმოდეს უკრაინაში. მათ არ უნდათ რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, მათ არ უნდა რომ ხალხმა საკუარი უფლებები დაიცვას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში ოჯახის წევრებთან – დედასთან, მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად გამოცხადდა.

იტვირთბა....