aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს არ განიხილავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსული მედიის ინფორმაციით, პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს არ განიხილავს. ”რია ნოვოსტის” ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებაზე საქმეს არც პოლონეთის გენერალური პროკურატურა და არც ვარშავის საოლქო პროკურატურა არ აწარმოებს. ეს ინფორმაცია სააგეენტოსთან საუბარში ორივე უწყებამ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ქართულმა მხარემ პოლონეთს 2017 წლის აგვისტოში მიმართა. პოლონეთის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსტრადირების საკითხს ვარშავის საოლქო პროკურატურა სწავლობს, თუმცა უწყების პრეს-მდივანმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

იტვირთბა....