aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თავმჯდომარე  სულხან სალაძე აცხადებს, რომ ამ მოცემულობით ჯერ ნაადრევია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი. მისი თქმით, ის დოკუმენტაცია და მოცემულობა, რომელიც მაშინ საქართველოს ხელისუფლებისგან იყო გაცემული, პრინციპში გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას.

„როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე ჰქონდა უკრაინული მხარისადმი მიმართვა გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა. ის დოკუმენტაცია და ის მოცემულობა, რომელიც მაშინ იყო, პრინციპში გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას.

თუ რაიმე ახალი მტკიცებულებები არის, ჩვენთვის უცნობია და ამ თემაზე პროკურატურამ, სამართალდამცველებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს. ჩვენ როგორც ვიცით, უკრაინაში დავა სააკაშვილთან მიდის სულ სხვა საკითხებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან. ასე რომ, ამ მოცემულობით ნაადრევია ჯერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი“, – განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

 

იტვირთბა....