aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი ციტატა

სააკაშვილი – ერმალო მაღრაძე უკეთ დადგამდა ამ დიალოგებს, ვიდრე ამ უბედურებმა იცოდვილეს

“პატარა ბავშვს ტკბილი რომ არ ეჭმევა, კარადასთან მურაბით ხელში რომ დაიჭერენ და ათსგვარ სისულელეს იგონებს, დაახლოებით იგივე სიტუაციაა. იცით, რომ არსებობს გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე, ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მისთვის საშუალება რომ მიეცათ ამ დიალოგების ჩაწერის, ბევრად უფრო ეფექტურად დადგამდა, ვიდრე ამ უბედურებმა იცოდვილეს”, – ეს განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

პროკურატურამ გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურორის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბაარია ჩაწერილი. სუბელიანის განცხადებით, ის მზადაა ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები გააკეთოს.

იქამდე, “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამტკიცებდა, რომ აქვს ტერაბაიტობით მასალა, რომელიც ხელისუფლების წარმოამდგენლებზე არაერთ კომპრომატს მოიცავს.

იტვირთბა....