aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი: დასავლეთმა თითქმის უარი თქვა უკრაინაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმი კატონის ინსტიტუტის კონფერენციაზე კიევიდან, კარვების ქალაქიდან ჩაერთო:

„დასავლეთმა თითქმის უარი თქვა უკრაინაზე. ჩემი მეგობრებისგან ვისმენ ინფორმაციას, რის დამტკიცებასაც ადგილობრივი ოლიგარქები ცდილობენ, რომ უკრაინა დაკარგულია, მის სათავეში ყოველთვის ოლიგარქები იქნებიან და საზოგადოებას არ შესწევს ძალა, ააშენოს ნორმალური ქვეყანა. მოვუწოდებ დასავლეთს, ხელი არ აიღოს უკრაინელ ხალხზე, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერია. მათ, ვინც ამჟამად ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ბლოკირებას ახდენს და კორუფციული გარიგებების გამოძიებას ხელს უშლის, საბანკო ანგარიშები სწორედ ევროპასა და აშშ-ში აქვთ. დასავლეთს შეუძლია, ეს მათზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ღამე კარვებში გაატარა

იტვირთბა....