aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩემი აზრით, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააკეთოს პრაიმერისი. ყველა დანარჩენთან ერთად უნდა შეთანხმდნენ პრაიმერისის წესებზე,“ – ეს განცხადება გუშინ განსხვავებული აქცენტების ეთერში მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციასთან ერთად ერთიანი კანდიდატი უნდა დააყენოს.

„აირჩიონ მაგალითად 5 კანდიდატი და სამი თვის განმავლობაში ატარონ კამპანია, ვისაც ექნება ყველზე მაღალი რეიტინგი, უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ მას ვუჭერთ მხარს. არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება, ამაში ვარ დარწმუნებული. როდესაც გაქვს დიდი გამოწვევა, იქ არგაერთიანება არის დანაშაული. ცალკე ეგოისტურ ინტერესებზე საუბარი აპრიორი არასწორია, მაგრამ უნდა იყოს გამსვლელი კანდიდატი“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

იტვირთბა....