aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სააკაშვილის ფეისბუქმიმართვები ანტისახელმწიფოებრივია” – ვოლსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილმა უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია “ნაციონალური მოძრაობის” და საერთოდ ოპოზიციის ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე

მისივე თქმით, სააკაშვილის ფეისბუქმიმართვები ანტისახელმწიფოებრივია და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„ისედაც განელდა ინტერესი მისი პიროვნებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, სააკაშვილის სწორედ ეს გამოხდომები, განცხადებები და შეძახილები არის ის ფაქტორი, რომელმაც საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ პარტიას, როგორც ოპოზიციურ და პოლიტიკურ ძალას. ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან სააკაშვილი თავის პოზიციას არ შეიცვლის. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გამონათქვამები, მით უმეტეს კარგად იცის, რომ ამის რეალიზება საქართველოში შეუძლებელია. დესტაბილიზაცია არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც სააკაშვილი დღეს მოგვიწოდებს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სოციალური ქსელის მეშვებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

იტვირთბა....