aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა.

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი ალექსანდრ გოვორუშაკის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა სააკაშვილი მოკლან, რითაც უკრაინაში არეულობის შექმნას შეუწყობენ ხელს. პროკურორი მისთვის შინაპატიმრობას ითხოვს.

თავად სააკაშვილს კი დარბაზიდან გათავისუფლების იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში

იტვირთბა....