aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

სააკაშვილის მომხრეებმა წინასწარი დაკავების იზოლატორის კარი დაბლოკეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ამ წუთებში უკრაინული მედია იტყობინება, სააკაშვილის მომხრეები შეკრებილები იყვნენ წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, ისინი ცდილობდნენ დაებლოკათ გამოსასვლელი, საიდანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოს შენობაში უნდა გადაეყვანათ.

ბოლო ინფორმაციით, სასამართლო შენობაში სააკაშვილი მაინც გადაიყვანეს, -ინფორმაციას მისი ადვოკატი, პაველ ბოგომაზოვი ადასტურებს.

“დიახ, მიხეილ სააკაშვილი ახლა სასამართლოშია და მე დოკუმენტებზე ვმუშაობ”.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პროცესი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში სავარაუდოდ, თბილისის დროით 12:00 საათისთვის დაიწყება.

მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....