aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩერნოვეცკიში მიმავალი სააკაშვილის კორტეჟი პოლიციამ გააჩერა და დააჯარიმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც უკრაინული მედიასაშუალება “კანალ 24” იტყობინება. ჩერნოვეცისკენ მიმავალი, ოდესის ყოფილი გუბერნატორის კორტეჟი, საპატრულო პოლიციამ გააჩერა. წყაროს ცნობით, კორტეჟი მოძრაობდა 150 კმ/სთ სიჩქარით და გადაკვეთა ღერძულა ხაზი.

რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ კორტეჟი საპატრულო პოლიციამ გააჩერა და შესაბამისი ჯარიმა გამოუწერა. ოფიციალურ დარღვევად საპატრულო პოლიცია ღერძულა ხაზის გადაკვეთას და არასათანადო ადგილზე მანქანის გადასწრებას ასახელებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი “გაარღვია” გადაწყვიტა უკრაინის რეგიონებში ჩავიდეს და მოსახლეობას შეხვდეს, რის შემდეგაც ის კიევში ჩასვლას გეგმავს.

 

იტვირთბა....