aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

საადვოკატო ბიური „სვანიძე და პარტნიორები“: რას ნიშნავს იყო კარგი ადვოკატი 

aviabiletebi
ავიაბილეთები

იურისტის პროფესია, საქმიანობის მიმართულების სიმრავლიდან გამომდინარე, საკმაოდ მრავალფეროვანია. საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ, უმეტესად, დადებითია, რადგან, პირველ რიგში, იურისტი საადვოკატო სერვისთან ასოცირდება მათთვის, რაც, თავის მხრივ, საჭიროების შემთხვევაში – საკუთარი ინტერესების დაცვასთან.

საინტერესოა, რას ნიშნავს, იყო კარგი ადვოკატი, საერთოდ, არსებობს თუ არა ამგვარი დეფინიციები და ზუსტი შეფასებები და ამასთან, საკმარისია თუ არა, უბრალოდ, კარგი ადვოკატობა?

ყველა ჩვენგანს შესაძლაო ცხოვრებაში დაუდგეს პერიოდი, რომ კარგი ადვოკატის დახმარება დასჭირდეს. წარმოგიდგენთ საადვოკატო ბიუროს „სვანიძე და პარტნიორებს“, რომლებიც  წარმატების მიღწევის სამ ძირითად პრინციპს ერთგულად იცავენ და მათი მთავარი მიზანია კლიენტების ინტერესებზე ორიენტირება; კლიენტების ინტერესების დაცვა კანონით ნებადართული ყველა საშუალებით,ასევე ეთიკური ნორმების დაცვით და კლიენტებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების განხორციელება.

„ადვოკატს უამრავი ღირსება უნდა ჰქონდეს, მათგან, უმთავრესია: ზომიერების გრძნობა, ტაქტი, კორექტულობა, პრინციპულობა, მიზანდასახულობა, რეალობის შეგრძნება და მუდმივი სწრაფვა მისი გაუმჯობესებისა და სრულყოფისკენ, ასევე, პროფესიის სიყვარული და ყოველდღიური ზრდა, ეს უკანასკნელი ვერ იტანს კოპრომისს.

ყველა ადამიანი გამორჩეულია და, მანამ იქნება ასეთი, სანამ საკუთარი გამორჩეულობის მიზეზს დაუწყებს ძებნას“,-ასე პასუხობს ადვოკატი გოჩა სვანიძე ჩვენს კითხვას კარგი იურისტის თვისებების შესახებ.

რაც შეეეხება თავად კომპანია “სვანიძე და პარტნიორებს”, ის წარმოადგენს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი იურისტების გუნდს, რომლებიც სამართლებრივი მომსახურების ფართო სპექტრს გთავაზობთ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სწორედ ადვოკატების პროფესიონალიზმმა და კლიენტებისადმი ინდივიდუალურმა მიდგომამ განაპირობა ბიუროს წარმატება და განსაკუთრებული ადგილი სამართლებრივ სივრცეში.

კომპანიაში კლიენტების დროს საკმაოდ აფასებენ  და მზად  არიან შედეგზე ორიენტირებული და მათ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება შესთავაზონ. გუნდურობა და მომსახურების მაღალი ხარისხი  ბიუროს მთავარი პრიორიტეტებია.

კომპანიის საქმიანობის  სფეროებია:

სამოქალაქო სამართალი და სამოქალაქო-საპროცესო სამართალი

ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ-საპროცესო სამართალი

სანივთო სამართალი

მემკვიდრეობითი სამართალი

ოჯახური სამართალი

სამეწარმეო და კორპორატიული სამართალი

სადაზღვევო სამართალი

შრომის სამართალი

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

საგადასახადო სამართალი

კონსტიტუციური სამართალი

სისხლის სამართალი

ბიუროს ადვოკატების მიერ სხვადასხვა სფეროში გაწეული იურიდიული მომსახურება გულისხმობს:

იურიდიული კონსულტაცია

იურიდიული ექსპერტიზა

იურიდიული დასკვნები

სახელმწიფო დაწესებულებში, სასამართლოებსა და მესამე მხარის წინაშე წარმოდგენა

იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით რჩევების მიცემა

კონტრაქტების მომზადება

იურიდიულ თემებთან დაკავშირებული სხვა სახის რეკომენდაციები.

დღეის მდგომარეობით საადვოკატო ბიურო „სვანიძე და პარტნიორებ“,-ში 6 ადვოკატი მუშაობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ იურისტების შერჩევის მთავარი პრიორიტეტი, მაღალი პროფესიონალიზმია.  კომპანიაში შტატს ზრდიან არა  ჩანაცვლებით, არამედ ზრდის ხარჯზე და იმ სტუდენტების მეშვეობით, რომლებიც კომპანიაში სტაჟირებასა თუ პრაქტიკაზე მიდიან, ხოლო მათგან ყველაზე საუკეთესო კონტინგენტს არჩევენ.

 

 

 

იტვირთბა....