aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ქრთამის მიცემის ფაქტზე, ქ.რუსთავში მცხოვრები ლ.ლ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ლ. გეგმავდა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე გამავალი საირიგაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ლითონის მილების ქურდობას, რაშიც მფარველობის სანაცვლოდ მოლაპარაკება სცადა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უფროსთან და ქრთამის სახით შესთავაზა 20 000 ლარი. დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2018 წლის 17 აპრილს, თანხის გადაცემის პროცესში მოქალაქე ლ.ლ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ლ.ლ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

იტვირთბა....