aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში ქალმა თვითმკვლელობა სცადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, მე-16 მიკრო-რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 30 წლის ქალი გადმოხტა.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკა რუსთავში მრავლობითი მოტეხილობებით, ტრამვული შოკით და კომატოზური მდგომარეობით გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

როგორც შსს-ში “მეტრონომს”  განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქალი ამ დრომდე კლინიკა რუსთავშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

იტვირთბა....