aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ: დაშავებულია 5 ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მოხდა მსუბუქი ავარია. შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

იტვირთბა....