aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გუშინ ორი მამაკაცი, დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, ახლგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  41 და 25 წლის მამაკაცები ცივი იარაღით არიან დაჭრილი. ადგილზე მობილუზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინიო დახმარების ბრიგადები.

ორივე დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი უკვე გამოწერეს.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

იტვირთბა....