aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავი 2: 9 წლის ბავშვის მკლვლელობაში ბრალდებულს ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით,  პოლიციამ 9 წლის ბავშვის მკლვლელობაში ბრალდებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩინა. კიდევ ერთი ვერსიით, ის ბავშვს უთვალთვალებდა.

მკვლელობა კი არაოფიციალური ვერსიით, მოხდა სახლის სარდაფში, სადაც სისხლის კვალი რამდენიმე ადგილზეა აღმოჩენილი.

„დილით მოდიოდნენ მუშები და საღამოს მიდიოდნენ. მაგას ამბობენ, რომ სისხლის აღმოჩენილა სარდაფში. კედელზეც და ძირსაც. ეს ბინები გაჩხრიკეს,“-ამბობს ადგილობრივი.

9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

33 წლის დამნაშავე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ოჯახი 25 ოქტომბრის დილიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს. ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოშია ნაპოვნი. ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

იტვირთბა....