aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღის მუცლის არეში, ნაცნობმა პირმა მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია დაჭრაში ბრალდებული პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....