aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან ხრამში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად 30 წლის კაცი დაიღუპა, მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-მ “მეტრონომს” განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი, სამედიცინო და სააშველო სამსახურის ბრიგადები.

იტვირთბა....