aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: არავინ ელოდა, რომ “ჯაველინის” ყიდვას რუსეთი დაფდაფების შემოკვრით შეხვდებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კრემლში ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, “ჯაველინის” მიწოდებამ შესაძლოა თბილისს რეგიონში ახალი, სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რუსული მხარე ყურადღებას ამახვილებს თბილისსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ახლახანს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა თბილისისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, ჯაველინის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღეს.

ეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა 2008 წლის შემდეგ. ამერიკის დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე მორიგი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობაც იგეგმება. რუსეთი ამგვარ სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ თბილისის წაქეზებად აფასებს“-ნათქვამია შეხვედრის შემდეგ ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული მხარე ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს შოტლანდიის ქალაქ კილმანროკში აფხაზ მებრძოლთა მონუმენტის დემონტაჟის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას, საქართველოში ეხმაურებიან. გია ვოლსკის თქმით, არავინ ელოდა, რომ რუსეთი ამ ფაქტს დაფდაფების შემოკვცით შეხვდებოდა.

„არავინ ელოდა, რომ რუსეთი სიხარულის დაფდაფებს შემოჰკრავდა იმის გამო, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიური ურთიერთობები ვითარდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

იტვირთბა....