aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“რუსეთი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, თავის თავს თვითონ დაესხა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი კლავს, ანგევს სახლებს და იტყუება.

„უკრაინამ სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება. რუსეთი უკრაინას ზუსტად ამის გამო სჯის. რუსეთი კლავს. რუსეთი სახლებს ანგრევს. რუსეთი იტყუება. რუსეთი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო „თავის თავს თვითონ დაესხა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, გაერო ჩუმად არ უნდა იყოს.

„არაფერი გააჩერებს მოსკოვს თავისი აგრესიული, ექსპანსიური პოლიტიკისგან თუ მის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით არ გამოვა საერთაშორისო თანამეგობრობა, თუ სასჯელი გარდაუვალი არ გახდება. შესაბამისი სასჯელის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ საქართველოს შემდეგ უკრაინის ჯერი დადგა, ლიტვინენკოს შემდეგ სკრიპალის, ხოლო ალეპოს შემდეგ იდლიბის“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....