aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია გაუგებრობისთვის ბოდიშს იხდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ეწერა, რომ ხინტა მანსიისკიდან ჩამოსულმა დელეგაციამ სასაჩუქრე ჩანთები დაარიგა, რომელშიც მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა იდო, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე იყო დატანილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველ არხთან კომენტარი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ გააკეთა .

„როგორც კი ეს გავიგეთ დავუკავშირდით რუსეთის ფედერაციას და მოვითხოვეთ განმარტების გაკეთება. ისინი ბოდიშს იხდიან ამ გაუგებრობისათვის და ამბობენ რომ ეს არის მექანიკური შეცდომა. გაარკვევენ ვისი ბრალია. სტამბის თუ შემკვეთის. ხვალისთვის უკვე შეუკვეთეს ახალი რუკები და ხელახლა დაარიგებენ.“

რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია განცხადებას დღეს, სასტუმრო შერატონში გააკეთებს.

იტვირთბა....