aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

რუსეთის ფილმსაცავში დაცული ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს დაუბრუნდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის 11 ფილმი საქართველოში დაბრუნდება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, “თიბისი ბანკის”, “ჯი-ემ-თი ჯგუფისა” და კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” მხარდაჭერით, საქართველოში “გოსფილმოფონდში” დაცული კიდევ თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება.

ხვალ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები გაუძღვებიან.

იტვირთბა....