aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვი ვაშინგტონის განცხადებაზე აღშფოთებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მოსკოვმა ვაშინგტონის განცხადება სერიოზული აღშფოთებით მიიღო”- ამის შესახებ რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტროში აცხადებენ.

„მოსკოვმა ვაშინგტონის განცხადება სერიოზული აღშფოთებით მიიღო. ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის საიმედო დარეგულირება მიღწეულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ პალესტინის ტერიტორიების სტატუსის ყველა ასპექტის მოგვარებას, მათ შორის იერუსალიმის სენსიტიური საკითხის მოგვარებას“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

იტვირთბა....