aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

რომან კაკულია: “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილსა და კვირიკაშვილს ეკონომიკური განვითრების ხედვაშ ასეთი აცდენა ექნებოდათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობებში მოულოდნელობა ის იყო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ. ჩემთვის ყველაზე დიდი მიუღებლობა არის ეს და ვფიქრობ, პირადად მე ამ ხარისხის უთანხმოების შესახებ აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ვისი ბრალია ეს არ ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა იმან მიიღოს ეს თავის თავზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან საუბრისაას განაცხადა.

“ბანკებთან დაკავშირებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ძალიან მკაფიო იყო, რომ ის რეალობა, რომელიც დადგა, ყველასთვის ცხადია. ყველა ხედავს, თუ როგორ წნეხად აწევს საზოგადოების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ამის თქმა არ ნიშნავს საბანკო სექტორის ეფექტურობის მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

“კვირიკაშვილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქცენტი იქნა დასმული, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. ჩემი აზრით ის გულისხმობდა, რომ როცა ხარ მთავრობის მეთაური და ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, თავისთავად გეკისრება ვალდებულება. სუბიექტური ფაქტორები რამდენად იყო და რამდენად იყო პროცესები უმართავი იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება მაინც აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამას შესწავლა უნდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვერასოდეს აიცილებს თავიდან უარყოფით ტენდენციებზე პასუხისმგებლობას. ეს იყო ძალიან გასათვალისწინებელი მესიჯი სამომავლოდაც.

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობებში მოულოდნელობა ის იყო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ. ჩემთვის ყველაზე დიდი მიუღებლობა არის ეს და ვფიქრობ, პირადად მე ამ ხარისხის უთანხმოების შესახებ აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ვისი ბრალია ეს არ ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა იმან მიიღოს ეს თავის თავზე. ეს თუ ამ ხანგრძლივობით გრძელდებოდა, აცდენა პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ეს ჩემთვის მიუღებელი ფაქტორია და არც ერთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც “ქართული ოცნების” წიაღიდან არის წამოსული, ასეთი ტიპის აცდენა არ უნდა ჰქონდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “აქტუალურ თემაში” კვირიკაშვილი და მმისი ეკონომიკური ხედვა გააკრიტიკა.

იტვირთბა....