aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომან კაკულია: საჭიროა საზოგადოებამდე ობიექტური ინფორმაციის მიტანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა ეძღვნებოდა იმ ტაქტიკური ნაბიჯების დაკონკრეტებას.

მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოებამდე ობიექტური ინფორმაციის მიტანა.

„ტაქტიკური ნაბიჯები არ უნდა იყოს მხოლოდ განცხადებები განცხადებებისთვის და შეხვედრები შეხვედრებისთვის, არამედ საჭიროა, საზოგადოებამდე კონკრეტული ობიექტური ინფორმაციის მიტანა.

ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე გამოწვევა გვაქვს. თემები, რომელიც დაკავშირებული იყო კორუფციის არსებობასთან, ასევე სასამართლო სისტემასა და ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებთან – ეს სამი გამოწვევა ცალსახად იყო.

მსჯელობის საგანია, რა შეიძლება ძალიან მალე გამოსწორდეს. დღეს დაიწყო უკვე საზოგადოებასთან შეხვედრები და მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე აღნიშნული გამოწვევების გადაწყვეტის გზების შესახებ იყოს ინფორმაცია მიწოდებული“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.

იტვირთბა....