aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობამ მორიგი მავნებლობა ჩაიდინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მორიგი მავნებლობა ჩაიდინა, როცა შავი ზღვის უნივერსიტეტს 1 წლით სტუდენტების მიღება აუკრძალა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მთავრობამ ბათუმში სკოლა-ლიცეუმის და თბილისში დემირელის კოლეჯის დახურვის შემდეგ დაიწყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მცოცავი განადგურება.

“ავტორიზაციის საბჭომ უკანონოდ აუკრძალა მიმდინარე წელს სტუდენტების მიღება( 800 სტუდენტი უნდა ჩარიცხულიყო). ბათუმის სკოლისა და დემირელის კოლეჯის დახურვის შემდეგ ჯერი უკვე ამ უმაღლეს სასწავლებელზე მიდგა. მასში არის ჩადებული ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია განათლების სფეროში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ფაქტობრივად დახურვის მიზეზად იყენებენ საგადასახადო სამსახურის მიერ სპეციალურად ამ მიზნით უკანონოდ დარიცხულ მცირეოდენ გადასახადს, რომელმაც 700 ათას ლარს მიაღწია ჯარიმების გამო და რომელიც გასაჩივრებულია სასამართლოში. თანხის ეს მოცულობა წვრილმანია ამ მასშტაბის უნივერსიტეტისათვის და მხოლოდ საბაბად არის გამოყენებული.

თურქული ბიზნესის დევნაში ბრალი მიუძღვის პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის მარიონეტებს:
-ყოფილ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, ფინანანსთა ყოფილ მინისტრ ხადურს, ახლა უკვე გაპრემიერებულ ბახტაძეს, ყოფილ ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილს, ყოფილ განათლების მინისტრ ჯეჯელავას და მორიგ ბუტაფორიას დღევანდელ მინისტრს( გვარი არ მახსოვს), სუსს რა თქმა უნდა, ფინანსურ პოლიციას, საგადასახადო სამსახურს. ეს ყველაფერი კეთდებოდა ღირსებისაგან დაცლილი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონის, სანიკიძის ხელით და ასევე ავტორიზაციის საბჭოს უღირსი წევრების მიერ.

ამ სასწავლელების განადგურების წინააღმდეგ არაფერი იღონა( უფრო ხელს უწყობდა) მაშინდელმა ომბუდსმენმა და დღევანდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ და ორმა დღევანდლმა კარიერისტმა პიროვნებამ, დღევანდელმა ომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნივერსიტეტში და ყველა ნიუანსი იცოდნენ ზედმიწევნით. სასამართლო სისტემაც ჩართულია მათ დევნაში(მათგან სხვა რამ არც არის მოსალოდნელი). დადგება დრო, ყველა ესენი აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე. არაფერია ამ ცხოვრებაში მუდმივი.

ვარ რა ამ უნივერსიტეტის პროფესორი( ისევე როგორც სხვადასხვა დროს ლამის ნახევარი მთავრობა იყო თვით დიდი სოზარ სუბარის ჩათვლით), ვიცი ყველა წვრილმანი და ყველა დანაშაული თუ თაღლითური მცდელობები მის ჩალისფასად ხელში ჩასაგდებად. მთავრობის დახარებით ჯერ ეს მოინდომა ბეჟუაშვილმა, ახლა ამას აკეთებს საქართველოს ბანკს ახლახან გამოყოფილი გილაური.

ამდენი ზეწოლის შემდეგ უნივერსიტეტის მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს მისი გაყიდვა( დაემორჩილნენ მთავრობის შანტაჟს), გამოჩნდა სერიოზული ბრიტანული კომპანია, რომელიც განათლების სფეროში მუშაობს. თითქმის ერთი წელია საქართველოს არც წინა და არც ეს მთავრობა არ აძლევს მესაკუთრეებს მისი უცხოელებზე გაყიდვის უფლებას და აიძულებენ მესამედ ფასში მიჰყიდონ საქართველოს ბანკის განაყოფებს.

ყველაფრის საქმის კურსში არიან საელჩოები და მეგობარი სახელმწიფოები. უცხოელების მიერ არაერთგზის გაფრთხილებულია საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც არაფერი იღონა მათ დასაცავად.
ამ სასწავლებლების დახურვა არის თურქეთის მთავრობის მოთხოვნა.

ითვალისწინებს რა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნასთან არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობას, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება აქვს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს. მაგრამ, დღეს, როცა ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და აშკარა ძალადობის გზას დაადგა, მხოლოდ ამ პრობლემის გასაჯაროებითა და საზოგადოების ჩართულობით თუ იქნება შესაძლებელი ამ უკანონობის აღკვეთა.

ხელისუფლება პირველ რიგში უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დამცველი და ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვაიძულთ, რომ მან ეს გააკეთოს”- დაწერა რომან გოცირიძემ.

 

იტვირთბა....